პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ჯეიმს მედისონი გახდა, მწვრთნელი - ენჯ პოსტეკოგლუ #1TVSPORT
პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ჯეიმს მედისონი გახდა, მწვრთნელი - ენჯ პოსტეკოგლუ #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელა. ორივე ჯილდოს მფლობელი ლონდონის „ტოტენჰემის“ წარმომადგენლები გახდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელად ავსტრალიელი ენჯ პოსტეკოგლუ დაასახელეს, ხოლო ფეხბურთელად – ჯეიმს მედისონი. ორივე მათგანი „ტოტენჰემს“ სეზონის დაწყების წინ შეუერთდა.

აგვისტოში „ტოტენჰემმა“ ორი თამაში მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა. ამჟამად გუნდი პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ ჩამორჩება.

58 წლის ენჯ პოსტეკოგლუ ამ სეზონამდე „სელტიკს“ ავარჯიშებდა. გასულ ორ სეზონში შოტლანდიური ფეხბურთის გრანდი მისი ხელმძღვანელობით დომინანტურ ფეხბურთს თამაშობდა და ზედიზედ ორჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. გასულ სეზონში ასევე დაეუფლა შოტლანდიის თასსა და სუპერთასს.

26 წლის ინგლისელმა, ჯეიმს მედისონმა აგვისტოში 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეარულა. მან აღნიშნული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მოიპოვა.

ლონდონის „ტოტენჰემი“ მორიგ შეხვედრას დღეს, 16 სექტემბერს „შეფილდის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.