პრემიერლიგის სიმბოლურში „ლივერპულის“ ხუთი ფეხბურთელი მოხვდა
პრემიერლიგის სიმბოლურში „ლივერპულის“ ხუთი ფეხბურთელი მოხვდა

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) წარმოადგინა ინგლისის პრემიერლიგის 2019-20 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები.

წლის გუნდში მოხვდნენ:

მეკარე – ნიკ პოუპი (ბარნლი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი, ენდრიუ რობერტსონი (ყველა – ლივერპული), ჩაგლარ სეუნჯიუ (ლესტერი);

ნახევარმცველები – ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), კევინ დე ბრუინი, დავიდ სილვა (ორივე – მანჩესტერ სიტი);

ფორვარდები – სადიო მანე (ლივერპული), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი).

დატოვე კომენტარი