პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვან დეიკი გამოცხადდება
პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვან დეიკი გამოცხადდება

გაზეთ „დეილი მეილისთვის“ (Daily Mail) ცნობილი გახდა, რომ 2018-2019 წლების სეზონზე პროფესიული საფეხბურთო ასოციაციის (PFA) ვერსიით პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ „ლივერპულის“ მცველს, ვირჯილ ვან დეიკს გამოაცხადებენ.

27 წლის ჰოლანდიელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო გამოკითხვაში, რომელშიც ინგლისური ლიგის ყველა ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვან დეიკის კონკურენტები იყვნენ: სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული) და ედენ აზარი (ჩელსი).

პრიზის გადაცემის ცერემონია 28 აპრილს შედგება.