პრემიერლიგის ორი კლუბი აცხადებს ედენ აზარზე პრეტენზიას #1TVSPORT
პრემიერლიგის ორი კლუბი აცხადებს ედენ აზარზე პრეტენზიას #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ შემტევი ედენ აზარი, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ წერს ინტერნეტ-გამოცემა Foot Mercato.

31 წლის ბელგიელზე პრეტენზიას აცხადებს ლონდონის „არსენალი“, რომელსაც უკვე ჰქონდა კონტაქტი შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით. ასევე ფეხბურთელით ინტერესდება „ნიუკასლი“.

თავად აზარს არ სურს „რეალიდან“ წასვლა და აპირებს მომავალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლას. ამასთან, „რეალი“ ღიაა ბელგიელის გაყიდვისთვის.

ამ სეზონში აზარმა ლა ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.