პრემიერლიგის კლუბების უმრავლესობა მზადაა, „ლივერპული“ ჩემპიონად გამოაცხადოს, თუ ტურნირი არ განახლდება
პრემიერლიგის კლუბების უმრავლესობა მზადაა, „ლივერპული“ ჩემპიონად გამოაცხადოს, თუ ტურნირი არ განახლდება

„ლივერპული“, შესაძლოა ინგლისის ჩემპიონად გამოაცხადონ, თუ 2019-20 წლების სეზონი არ განახლდება, – ამის შესახებ წელს გაზეთი „ტელეგრაფი“.

წყაროს ცნობით, პრაქტიკულად ყველა კლუბი მზად არის, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მერსისაიდულ გუნდს გადასცეს. სეზონის შეჩერების მომენტში, „ლივერპული” სათავეში უდგას პრემიერლიგის ცხრილს და უახლოეს მდევარს „მანჩესტერ სიტის“ უსწრებს 25 ქულით.

პარასკევს, ინგლისის პრემიერლიგის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც იტყობინება ტურნირის შეჩერების შესახებ. ლიგა ჩემპიონატის 4 აპრილს განახლებას იმედოვნებს.

დატოვე კომენტარი