პრემიერლიგის ფეხბურთელებს შეატყობინეს, რომ კრიზისის გამო, კლუბები 1,137 მილიარდ ფუნტ სტერლინგს დაკარგავენ
პრემიერლიგის ფეხბურთელებს შეატყობინეს, რომ კრიზისის გამო, კლუბები 1,137 მილიარდ ფუნტ სტერლინგს დაკარგავენ

ინგლისის ჩემპიონატის ფეხბურთელები საქმის კურსში ჩააყენეს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს კლუბები 1,137 მილიარდ ფუნტ სტერლინგს დაკარგავენ, – იუწყება The Telegraph.

გამოცემის ინფორმაციით, გაკეთდა სპეციალური პრეზენტაცია, რომელიც ფეხბურთელებს აჩვენეს. პრეზენტაციაზე ახსნილი იყო, რომ თუ პრემიერლიგა სეზონს ვერ დაამთავრებს, კოლოსალურ ზარალი გარდაუვალია.

საფეხბურთო ტრანსლაციებზე დაიკარგება 762 მილიონი, მუდმივი შემოსავალი 200 მილიონი, ხოლო სასპონსორო შეთანხმემებზე 175 მილიონი ფუნტი სტერლინგი.

ფეხბურთელებს განუმარტეს, რომ მათი ხელფასების შემცირებით, კლუბებს ჯამში 570 მილიონის დაზოგვა შეუძლიათ, რაც კრიზისის პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

დატოვე კომენტარი