პრემიერლიგის ახალი სეზონი „არსენალის“ მოგებით გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
პრემიერლიგის ახალი სეზონი „არსენალის“ მოგებით გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT

პრემიერლიგის 2022-23 წლების სეზონი ლონდონური დერბით გაიხსნა, რომელშიც „კრისტალ პალასი“ „არსენალს“ მასპინძლობდა. თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით სტუმრებმა 2:0 მოიგეს.

მე-20 წუთზე კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, გაბრიელ მარტინელიმ ალექსანდრ ზინჩენკოს პასით გახსნა ანგარიში, მეორე გოლი კი ბუკაიო საკას ჩაწოდების შემდეგ საკუთარ კარში მარკ გუეჰიმ გაიტანა.

 

ფაქტები

* მიკელ არტეტამ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პრემიერლიგაში 50-ე მატჩი მოიგო. ამისთვის მას 98 მატჩი დასჭირდა. უფრო მალე ამ ზღვარს მხოლოდ არსენ ვენგერმა (94 მატჩი) მიაღწია.

* შარშანდელი სეზონის სტარტიდან მოყოლებული, „არსენალმა“ კუთხურიდან 14 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში უფრო მეტი „ლივერპულმა“ (15) და „მანჩესტერ სიტიმ“ (15). გაიტანეს.

 

კრ. პალასი-არსენალი              0:2

გოლები: 0:1 მარტინელი (20), 0:2 გუეჰი (85-საკ. კარში)

არსენალი: რემსდეილი, უაიტი, გაბრიელი, სალიბა, ზინჩენკო (83. ტირნი), ჯაკა, პარტეი, ედეგორი (90. ლოკონგა), საკა, გაბრიელ ჟესუსი (83. ნკეტია), მარტინელი.