პრემიერლიგაში მეხუთე მწვრთნელი დაითხოვეს - „ვესტ ჰემმა“ ლოპეტეგი გაანთავისუფლა #1TVSPORT
პრემიერლიგაში მეხუთე მწვრთნელი დაითხოვეს - „ვესტ ჰემმა“ ლოპეტეგი გაანთავისუფლა #1TVSPORT

ინტერნეტ-გამოცემა talkSPORT-ის ინფორმაციით, „ვესტ ჰემმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ხულენ ლოპეტეგი. კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ 1:4 წაგების შემდეგ მიიღო. ეს იყო მეექვსე შეხვედრა მიმდინარე სეზონში, რომელიც ლონდონურმა კლუბმა დიდი ანგარიშით დათმო.

ახლა „ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა გრემ პოტერი, რომელმაც ადრე მზადყოფნა გამოთქვა გუნდში დაბრუნებაზე.

საერთო ჯამში, „ვესტ ჰემმა“ ლოპეტეგის ხელმძღვანელობით 22 მატჩი ჩაატარა, შვიდი მოიგო, ცხრაჯერ დამარცხდა და ხუთი შეხვედრა ფრედ დაასრულა.