პრემიერლიგაში კორნავირუსის 748 ტესტი ჩატარდა – ექვსი შედეგი დადებითია

12:37, 20.05.2020

ინგლისის პრემიერლიგამ ბოლო 48 საათის განმავლობაში 748 ფეხბურთელსა და კლუბების თანამშრომლებს კორონავირუსზე ​ტესტი ჩაუტარა. ექვსი ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

როგორც „თაიმსის“ ჟურნალისტი პოლ ჯოისი წერს, დადებითი პასუხი სამი კლუბიდან მოვიდა, აქედან სამი შემთხვევა „უოტფორდიდანაა“. დაინფიცირებულებს ორკვირიან კარანტინში გაუშვებენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმოქმედებს ეს სეზონის განახლებაზე.

პრემიერლიგის განახლება ივნისში იგეგმება. ჩემპიონატში ცხრა ტურია დარჩენილი.

მსგავსი