პრემიერლიგამ წლის მოთამაშის ნომინანტები დაასახელა, სიაში ვერ მოხვდა კრიშტიანო რონალდო #1TVSPORT
პრემიერლიგამ წლის მოთამაშის ნომინანტები დაასახელა, სიაში ვერ მოხვდა კრიშტიანო რონალდო #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე ნომინანტთა სია, რომელშიც ვერ მოხვდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო. მან ამ სეზონში პრემიერლიგაში 30 მატჩი ჩატარა და 18 გოლი გაიტანა.

პრეტენდენტთა ჩამონათვალი ასეთია: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, მოჰამედ სალაჰი (ორივე – ლივერპული), ჟოაო კანსელო, კევინ დე ბრუინი (ორივე – მანჩესტერ სიტი), ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), ჰეონ-მინ სონი (ტოტენჰემი), ჯეიმს უორდ-პრაუსი (საუთჰემპტონი) და ბუკაიო საკა (არსენალი).

ასევე დასახელდა ნომინანტები წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის კატეგორიაში: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), კონორ გალაჰერი, ტაირიკ მიტჩელი (ორივე – კრისტალ პალასი), მეისონ მაუნტი (ჩელსი), აარონ რამსდეილი, ბუკაიო საკა (ორივე – არსენალი) და დეკლან რაისი (ვესტ ჰემი).

საუკეთესო მოთამაშეებს ირჩევენ გულშემატკივრების, კლუბების კაპიტნებისა და საფეხბურთო ექსპერტების ხმის მიცემის შედეგად.

ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, რომელიც 22 მაისს გაიმართება. ყველა შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი