პრემიერლიგა სეზონის ვადაზე ადრე დასრულებას გამოაცხადებს
პრემიერლიგა სეზონის ვადაზე ადრე დასრულებას გამოაცხადებს

ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა აპირებს გამოაცხადოს, რომ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი 2019-20 წლების სეზონი არ დასრულდება. ამის შესახებ განაცხადა იტალიური კლუბის „უდინეზეს” სპორტულმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ.

„ბელგიის ფედერაციამ უკვე მიიღო სეზონის დასრულების გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ უეფას მხრიდან სანქციები დაემუქრა. ინგლისის პრემიერლიგა აპირებს ანალოგიური განცხადებით გამოვიდეს, რადგან სიტუაცია სულ უფრო და უფრო სერიოზული ხდება. სიმართლე გითხრათ, მე, უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ისევ მივიღოთ ფეხბურთისგან სიამოვნება კორონავირუსის შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ დროს დაიკავებს ეს, უბრალოდ, უნდა გამოვიდეთ ამ სახიფათო ზონიდან. მე მომდევნო სეზონებისთვის ვღელავ“, – ამბობს მარინო „სპორტიტალია“-სთან (Sportitalia) კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზესა“ და ინგლისურ „უოტფორდს“ ერთი და იგივე მფლობელი ჰყავთ – იტალიელი ბიზნესმენი ჯამპაოლო პოცო.