პრემიერლიგა სეზონის განახლებას პირველ ივნისს გეგმავს
პრემიერლიგა სეზონის განახლებას პირველ ივნისს გეგმავს

ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა აგრძელებს 2019-20 წლების სეზონის განახლებისთვის ვარიანტების ძიებას. დღეისთვის, ქვეყნის ჩემპიონატი 30 აპრილამდეა შეწყვეტილი კორონავირუსის პანდემიის გამო.

სეზონის დასრულებამდე ცხრა ტურია დარჩენილი. გაზეთ „ტელეგრაფის“ მონაცემებით, განიხილება ჩემპიონატის 1 ივნისს განახლების ვარიანტი. იმის გათვალისწინებით, რომ ევრო 2020 მომდევნო წლისთვის გადაიტანეს, გუნდები შეძლებდნენ ექვსი კვირის განმავლობაში სეზონის დასრულებას. ასეთ შემთხვევაში, 2020-21 წლების სეზონი 8 აგვისტოს დაიწყებოდა.

ჯერჯერობით, ეს იდეა განხილვის სტადიაშია და მისი რეალიზებისთვის საჭიროა ინგლისის მთავრობის ნებართვა.