პრემიერლიგა აშშ-ში საკუთარი გრანდების ტურნირს გეგმავს #1TVSPORT
პრემიერლიგა აშშ-ში საკუთარი გრანდების ტურნირს გეგმავს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგა აპირებს 2023 წლის ზაფხულში სეზონისწინა ტურნირი ჩაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

როგორც გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი წერს, აშშ-ში საგამოფენო ტურნირში პრემიერლიგის ექვსი კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

ვარაუდობენ, რომ გუნდები ორ ჯგუფად იქნებიან დაყოფილნი, მატჩები კი ამერიკის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზე სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

პრემირლიგის 20 კლუბიდან 14 მხარს უჭერს ამ იდეას, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია „დიდი ექვსეულის“ – „არსენალის“, „ჩელსის“, „ლივერპულის“, „მანჩესტერ სიტის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ პოზიცია.