პრემიერ ლიგა – ჩიჩარიტოს ხელი და ფულჰემის კიდევ ერთი ნაბიჯი გავარდნისკენ

16:13, 23.02.2019
LONDON, ENGLAND - FEBRUARY 22:  Javier Hernandez of West Ham United scores his side's first goal past Sergio Rico of Fulham during the Premier League match between West Ham United and Fulham FC at the London Stadium on February 22, 2019 in London, United Kingdom. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)

ფულჰემმა კიდევ უფრო მყარად მოიკიდა ფეხი გასავარდნ ზონაში, მას შემდეგ რაც ლონდონურ დერბიში ვესტ ჰემ იუნაიტედთან სტუმრად 1-3 წააგო.

კლაუდიო რანიერის გუნდმა, რომელიც ახლა 17 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და რვა ქულით ჩამორჩება უსაფრთხო ზონის ფსკერზე მყოფ კარდიფ სიტის, თამაში საკმაოდ კარგად დაიწყო და ანგარიშიც გახსნა. ეს მატჩის მესამე წუთზე მოხდა, როდესაც თავი ლივერპულის ყოფილმა ფორვარდმა რაიან ბაბელმა გამოიჩინა.

ვესტ ჰემმა 29-ე წუთზე, ხავიერ ერნანდესის, იგივე ჩიჩარიტოს თავურით გაათანაბრა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ მექსიკელ ლეგიონერს ბურთი ხელზე მოხვდა. ასე იყო თუ ისე, მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა და 1-1.

შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე ვესტ ჰემმა წინ გასვლაც მოახერხა, როდესაც თავი ისა დიოპმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმში ფულჰემმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა, მასპინძლებმა კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მესამეც გაიტანეს.

მსგავსი