პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება
პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 28 ნოემბერს გაიმართება.

აღნიშნული თარიღის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ზურაბ აბაშიძემ დაუდასტურა.

ზურაბ აბაშიძემ რამდენიმე დღის წინ ასევე განაცხადა, რომ პრაღის ფორმატში რუსეთის წარმომადგენელი არ შეიცვლება, იმის მიუხედავად, რომ გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ იკავებს.