პრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების ცვლილების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა

23:56, 25.10.2026

პრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების ცვლილება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის უმრავლესობამ პარლამენტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საყოფაცხოვრებო მოსაკრებელს გააუქმებს, საიდანაც ახლა ჩეხეთის ტელევიზია (ČT) და რადიო ფინანსდება. ცვლილების თანახმად, ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

პრაღის ძველი ქალაქის მოედანზე დემონსტრანტებისადმი მიმართვისას საპროტესტო აქციის ლიდერმა, მიკულას მინარმა განაცხადა, რომ ბაბიში ყველა ზღვარს გასცდა და საზოგადოების მოთმინება ამოიწურა. ამასთან, მინარმა ქვეყანაში საპროტესტო აქციები დააანონსა.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ეს მაუწყებლებს პოლიტიკური ზეწოლის წინაშე დაუცველს გახდის და მედიის დამოუკიდებლობას დააზიანებს. პროტესტის მიზეზი იყო ისიც, რომ საკითხი დაჩქარებულად, დაგეგმილი რიგის გარეშე განიხილეს.

ანდრეი ბაბიში კი აცხადებს, რომ საქმე დაფინანსების გამჭვირვალობაშია და არა დამოუკიდებლობაზე თავდასხმაში.

მსგავსი