პოსტსაბჭოეთში საუკეთესოები - „სპორტ-ეკსპრესმა“ სამი ქართველი დაასახელა
პოსტსაბჭოეთში საუკეთესოები - „სპორტ-ეკსპრესმა“ სამი ქართველი დაასახელა

რუსულმა გამოცემა „სპორტ-ეკსპერესმა“ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები დაასახელა და სიაში სამი ქართველი შეიყვანა.

ცენტრალურ მცველებში ორი ქართველი მოხვდა – რუსეთის ნაკრების წევრი და მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანი გიორგი ჯიქია ძირითად გუნდში დაასახელეს, ხოლო საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველია – შემცვლელად.

ასევე სათადარიგოებში მოახვედრეს გიორგი ჩაკვეტაძე – საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველების სიაშია.