„პორტუმ“ და „ბენფიკამ“ ვარჯიშები განაახლეს
„პორტუმ“ და „ბენფიკამ“ ვარჯიშები განაახლეს

მაისის ბოლოს, შესაძლოა პორტუგალიის ჩემპიონატი განახლდეს. პორტუგალიური ფეხბურთის გრანდებმა და ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერებმა კი დღეს ვარჯიში დაიწყეს, – იუწყებიან „პორტუსა“ და „ბენფიკას“ პრესსამსახურები.

ფეხბურთელებმა და კლუბებში მომუშავე პერსონალმა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები გაიარეს. ფეხბურთელები სამ ჯგუფად დაიყვნენ და ისე ვარჯიშობენ.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „პორტუ“ ლიდერობს და მეორეადგილოსან „ბენფიკას“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი.