პორტუგალიური გრანდის „პორტუს“ პრესსამსახურმა გამოაცხადა არგენტინელი სპეციალისტის მარტინ ანსელმის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა. ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
39 წლის სპეციალისტის წინა კლუბი იყო მექსიკის „კრუს ასული“. მანამდე ის ჩილეს „უნიონ ლა-კალერაში“ და ეკვადორის „ინდეპენდიენტე დელ ვალეში“ მუშაობდა. ამ უკანასკნელთან ერთად ანსელმიმ მოიგო ეკვადორის თასი და სუპერთასი, აგრეთვე სამხრეთ ამერიკის თასი და სუპერთასი.
შეგახსენებთ, რომ „პორტუმ“ 20 იანვარს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ვიტორ ბრუნო. 19 ტურის შემდეგ გუნდი მესამე ადგილზეა პორტუგალიის ჩემპიონატში და ლიდერ „სპორტინგს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.