„პორტუმ“ აბუაშვილი წარადგინა - ქართველს 47-ნომრიანი მაისურა გადასცეს #1TVSPORT
„პორტუმ“ აბუაშვილი წარადგინა - ქართველს 47-ნომრიანი მაისურა გადასცეს #1TVSPORT

გიორგი აბუაშვილი კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. „დინამო თბილისიდან“ და ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდში, „პორტუში“ გადავიდა. კლუბმა 18 წლის ქართველი ახალწვეული ოფიციალურად წარადგინა.

„მოგესალმებათ გიორგი აბუაშვილი. ის თავდამსხმელია, 18 წლის, საქართველოდან. მისი წინა კლუბი „დინამო თბილისი“ იყო. გიორგი „პორტუ B“-ს გააძლიერებს“, – წერია პორტუგალიური გრანდის განცხადებაში.

18 წლის ქართველ ახალწვეულს „პორტუმმუდმივნომრიანი მაისურა გადასცა და კლუბმა ოფიციალურად 47-ნომრიანი მაისურით წარადგინა „დრაგაოსსტადიოინზე, სადაც პორტუგალიური გრანდი თამაშობს და სადაც 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი აბუაშვილთან ერთად უცხოურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა ლუკა გაგნიძემ, რომელიც „დინამო თბილისის“ აკადემიის 2003 წელს დაბადებულთა გუნდში გიორგის თანაგუნდელი იყო.