პორტუგალიურმა A Bola-მ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ იმედგაცრუებათა რეიტინგი შეადგინა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ წარმოადგინა 23 ფეხბურთელის სია, რომლებმაც, ექსპერტების აზრით, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაამართლეს მოლოდინი. სიაში მოხვდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდო, დეკლან რაისი და ნეიმარი.
მსოფლიო ჩემპიონატის იმედგაცრუებათა სრული სია ასე გამოიყურება:
იოზუა კიმიხი (გერმანია)
ჯამალ მუსიალა (გერმანია)
ლეროი სანე (გერმანია)
მანუელ ნოიერი (გერმანია)
გაბრიელ მაგალიაეში (ბრაზილია)
ნეიმარი (ბრაზილია)
რაფინია (ბრაზილია)
ბერნარდო სილვა (პორტუგალია)
ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია)
კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
ქენან ილდიზი (თურქეთი)
არდა გიულერი (თურქეთი)
ორქუნ ოჩიუ (თურქეთი)
ფერნანდო მუსლერა (ურუგვაი)
ფედერიკო ვალვერდე (ურუგვაი)
იოშკო გვარდიოლი (ხორვატია)
პიერო ინკაპიე (ეკვადორი)
ჰეონ-მინ სონი (კორეა)
დეკლან რაისი (ინგლისი)
სკოტ მაკტომინეი (შოტლანდია)
ანტუან სემენიო (განა)
ვიქტორ დიოკერეში (შვედეთი)
ჟერემი დოკუ (ბელგია)
რეიტინგის თანახმად, ამ სიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა გერმანიის ნაკრებს ჰყავს – ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი. სამ-სამი ფეხბურთელია პორტუგალიის, ბრაზილიისა და თურქეთის ნაკრებებიდან.