პორტუგალიური პრესა - რონალდუმ "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
პორტუგალიური პრესა - რონალდუმ "რეალის" დატოვება გადაწყვიტა

პორტუგალიური გამოცემა „რეკორდის“ ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, პორტუგალიელ ვარსკვლავს მყარად აქვს გადაწყვეტილი სიტუაციის შეცვლა.

რონალდუს არ აქვს კარგი ურთიერთობა „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან. „ოქროს ბურთის“ მფლობელს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი სათანადოდ არ აფასებს პორტუგალიელის წვლილს გუნდის წარმატებებში, კლუბი კი არ იცავს ფეხბურთელს, როცა ამის საჭიროება დგება დღის წესრიგში.

ასევე ფეხბურთელი უკმაყოფილოა ფინანსური საკითხით. კერძოდ, მას არ მოსწონს ის, რომ ლიონელ მესი „ბარსელონაში“ და ნეიმარი „პსჟ“-ში უფრო დიდ ხელფასს იღებენ. რონალდუს არც ის მოწონს, რომ „რეალს“ ნეიმარის შეძენა სურს.

რონალდუ ჯერ ვერ მოელაპარაკა “რეალს” კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 33 წლის ფორვარდის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი„ არიან დაინტერესებულები.