პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, კრისტიანო რონალდო 2025 წელს „ალ-ნასრის“ დატოვებს #1TVSPORT
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, კრისტიანო რონალდო 2025 წელს „ალ-ნასრის“ დატოვებს #1TVSPORT

კრისტიანო რონალდო მზადაა, 2025 წლის ივნისში, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ საუდის არაბეთის ლიგის გუნდი „ალ-ნასრი“ დატოვოს, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Maisfutebol-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 39 წლის რონალდოს მიზანია, ისეთ გუნდში გადავიდეს, რომელიც ტიტულებისთვის ბრძოლას მუდმივად მოახერხებს.

პორტუგალიელი „ალ-ნასრის“ 2023 წლის იანვარში შეუერთდა. მან კლუბთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ამ დროის მანძილზე ვერცერთი ტიტულის მოპოვება მოახერხა.

დიდია იმის ალბათობაც, ლეგენდარული ფეხბურთელი საუდის არაბეთის ლიგის სხვა, უფრო ძლიერ გუნდში გადავიდეს, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.

კრისტიანო რონალდომ „ალ-ნასრის“ რიგებში 89 შეხვედრა ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა.