პორტუგალიური გამოცემა - „სპორტინგი“ მზადაა, გიორგი ქოჩორაშვილი 5.5 მილიონ ევროდ გაუშვას #1TVSPORT
„სპორტინგის“ მზადაა, რომ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულში გაუშვას – ამის შესახებ გამოცემა Leonino წერს.
„ლისაბონის „სპორტინგის“ ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე წინადადებებს განიხილავს. კლუბის ხელმძღვანელობამ მინიმალური სატრანსფერო ფასიც განსაზღვრა – ქართველს 5.5 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს.
ქოჩორაშვილი გასულ ზაფხულს „ლევანტედან“ „სპორტინგში“ ზუსტად ამ ფასად გადავიდა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვება გაუჭირდა, ტრავმამ კი ქართველის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
ჰიულმანდისა და მორიტას სავარაუდო წასვლის შემთხვევაში 26 წლის ფეხბურთელის შანსი, შესაძლოა, გაიზარდოს, მაგრამ „სპორტინგის“ ახალწვეული ჯერჯერობით არადამაჯერებლად გამოიყურება და სეზონის ბოლოს მისი ალტერნატივის მოძებნას მაინც შეეცდებიან“, – წერს პორტუგალიური გამოცემა.
ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოცემა Abola-ც ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ქოჩორაშვილმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმა მოირჩინა და, სავარაუდოდ, მომავალი მატჩისთვის მზად იქნება.