პორტუგალიური გამოცემა - კაპანაძის გოლი კონკურენციას რონალდუსას გაუწევს [ვიდეო]
პორტუგალიური გამოცემა - კაპანაძის გოლი კონკურენციას რონალდუსას გაუწევს [ვიდეო]

„გოლი საქართველოში, რომელის კონკურენციას რონალდუს გოლს გაუწევს“, – ასე გამოეხმაურა პორტუგალიური გამოცემა noticiasaominuto.com გოლს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.

„წელს, აპრილში, „იუვენტუსის“ კარში კრიშტიანუ რონალდოს ფანტასტიკური გოლი გაიტანა და „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის მოგებაში დაეხმარა. 6 თვეზე მეტი ხნის შემდეგ, საქართველოში გამოჩნდა ფეხბურთელი, ვინც პორტუგალიელის მიბაძვა გაბედა და იგივენაირად გაიტანა გოლი, რომლითაც კრიშტიანუმ მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა. 6 თვის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში, ქუთაისის „ტორპედომ“ საჩხერეს „ჩიხურა“ დაამარცხა, სადაც თორნიკე კაპანაძე ჯადოსნური გოლის ავტორი გახდა“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისელთა თავდამსხმელმა საჩხერელთა კარის ბადე მეტად ეფექტური „მაკრატელათი“ შეარხია. ეს შეხვედრა 21 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში გაიმართა.