პორტუგალიური გამოცემა - აბურჯანიას „ჟილ ვისენტეში“ ელიან #1TVSPORT
პორტუგალიური გამოცემა - აბურჯანიას „ჟილ ვისენტეში“ ელიან #1TVSPORT

პორტუგალიურმა გამოცემა „ა ბოლამპრიმიერალიგის „ჟილ ვისენტეს“ სატრანსფერო გეგმებზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას ამ კლუბში გააგრძელებს.

„გუნდმა უკვე რამდენიმე მოთამაშე დაიმატა. შემდეგი მოთამაშე, რომელიც გუნდს გააძლიერებს და რომელსაც მალე წარადგენენ, არის გიორგი აბურჯანია. 26 წლის ნახევარმცველმა ბოლო წლებში ითამაშა რამდენიმე ესპანურ გუნდში – „ხიმნასტიკი“, „სევილაი B“, „ლუგო“ და „ოვიედო“, ბოლო სეზონში კი „კარტახენაში“ თამაშობდა. მან ასევე ნიდერლანდურ კლუბ „ტვენტეში“ ითამაშა“ – წერს „ა ბოლა“.

გიორგი აბურჯანიამ ესპანური „კარტახენა“ სეზონის ბოლოს დატოვა და ჟურნალისტმა, ანხელ გარსიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 წლის ნახევარმცველი კარიერას ინგლისის პირველ საფეხბურთო ლიგის (რანგით ინგლისის მესამე ლიგა) „სანდერლენდში“ გააგრძელებდა.

საბოლოოდ, ეს ტყუილი გამოდგა და პორტუგალიაში ელიან საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, რომელმაც პროფესიული კარიერა ზუსტად 10 წლის წინ, თორნიკე მაისურაძის ხელმძღვანელობით რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. „კარტახენამდე“ ირიცხებოდა გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „ანორთოსისში“, „სევილია ბ“-ში, „ლუგოში“, „ტვენტესა“ და „ოვიედოში“.

ბარსელუშის „ჟილ ვისენტემ“ პორტუგალიის პრიმიერა ლიგის გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა. კლუბი 1924 წელს დაარსდა და სახელი რენესანსის ეპოქის პორტუგალიელი დრამატურგისა და პოეტის საპატივცემულოდ უწოდეს. კლუბი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის – ორჯერ იყო სეგუნდა ლიგას (პირველი ლიგა) გამარჯვებული (1998/99, 2010/11), ხოლო ერთხელ – პორტუგალიის ლიგის თასის ფინალისტი (2012).