პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო შალანა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

შალანას სიკვდილის მიზეზი ცნობილი არ არის.

შალანამ 13 სეზონი გაატარა „ბენფიკაში“, ასევე თამაშობდა „ბორდოში“, „ბელენენსესში“ და „ეშტრელა და ამადორაში“. ის ექვსჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და სამჯერ მოიგო პორტუგალიის თასი. ასევე ორ-ორჯერ გაიმარჯვა საფრანგეთის ჩემპიონატსა და თასზე.

პორტუგალიის ნაკრებში შალანამ 29 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ის დაეხმარა გუნდს ევრო 1984-ზე ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლაში და ამ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ფერნანდო შალანა ორჯერ გახდა პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი – 1976 და 1984 წლებში.