The Guardian – პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები უკმაყოფილონი იყვნენ რობერტო მარტინესის მუშაობით #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის მუშაობით. ამის შესახებ დაწერა ბრიტანული გაზეთის, The Guardian-ის ჟურნალისტმა, რომენ მოლინამ.
ზოგიერთ ფეხბურთელს მიაჩნდა, რომ ესპანელი სპეციალისტი თავისი მოქმედებებით ცდილობდა, მოეპოვებინა მთავარი მწვრთნელის პოსტი „ალ-ნასრში“, სადაც თამაშობს ფორვარდი კრიშტიანო რონალდო.
საბოლოოდ საუდის არაბეთის ჩემპიონის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ანგე პესტეკოგლუ.
პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალიდან გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს ესპანეთთან (0:1) წაგების შემდეგ.