პორტუგალიის ნაკრების დატოვების გამო, შესაძლოა, კრიშტიანო რონალდო დისკვალიფიკაციით დაისაჯოს #1TVSPORT
გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდს, კრიშტიანო რონალდოს გუნდის დატოვების გამო, შესაძლოა, ერთიდან ექვს თვემდე ფეხბურთიდან მოკვეთა და ფულადი სანქცია დაემუქროს.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, მსგავსი ქმედება მკაცრად ისჯება. კერძოდ, თუ სპორტსმენი ოფიციალური გამოძახების შემდგომ საპატიო მიზეზის გარეშე მიატოვებს ნაკრებს, ან გააცდენს ვარჯიშს, თამაშს თუ ნებისმიერ სხვა ოფიციალურ ღონისძიებას, ის ერთიდან ექვს თვემდე ვადით დაისჯება. ამასთან ერთად, პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის დამატებით 500-დან 1000 ევრომდე ჯარიმაა გათვალისწინებული.
41 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა პორტუგალიის ნაკრები მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუსთან წარმოქმინილი კონფლიქტის გამო დატოვა.