პორტუგალიის გრანპრი მაყურებლებით ჩაივლის
პორტუგალიის გრანპრი მაყურებლებით ჩაივლის

პორტუგალიის ტურიზმის მინისტრმა რიტა მარკესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ფორმულა 1-ის ეტაპი მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება.

„მაყურებლები იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სცენარზე – ერთი ვარიანტით ბევრი მაყურებელი მოვა, მეორეთი – ცოტა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ადრე გამოცხადდა იმის შესახებ, რომ პორტუგალიაში ფორმულა 1-ის ეტაპი პორტიმანში 25 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება ისტორიაში პორტუგალიის სადებიუტო გრანპრი.