პორტუგალიის გრან პრიზე ინანეიშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

პორტუგალიის გრან პრი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა. ტურნირის ბოლო დაპირისპირებაში მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ფინალში კორეელ კიმს შეხვდა და ვაზარით დამარცხდა.

ახალგაზრდა ქართველი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. რამდენიმე წუთით ადრე შეჯიბრებაზე ილია სულამანიძემ (100კგ) ფინალში ერთ წუთში ორი ვაზარით იაპონელ დოტა არაის სძლია და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

პორტუგალიის გრან პრიზე დღეს გამომსვლელმა კიდევ ოთხმა ძიუდოისტმა – ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ნიკა ხარაზიშვილმა (ორივე 90 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილმა (100კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ) ტურნირი უმედლოდ დაასრულეს.