პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რონალდოსთან შესახვედრად კოპენჰაგენში ჩავიდა #1TVSPORT

12:31, 30.09.2026

კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ეროვნული გუნდის ბოლო სავარჯიშო სესია გამოტოვა, თუმცა ამის მიზეზი ტრავმა არ ყოფილა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ფეხბურთელმა თანაგუნდელებთან ერთად იმიტომ არ ივარჯიშა, რომ კოპენჰაგენში არსებული სავარჯიშო ინვენტარი დაიწუნა.

თუმცა, გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, პორტუგალიის ფედერაციის ხელმძღვანელი პედრო პროენსა კოპენჰაგენში ჩავიდა და ოთხშაბათს რონალდოსთან შეხვედრას გეგმავს. წყაროს ცნობით, ეს საგანგებო დიალოგი მიზნად ისახავს ბოლო ორი დღის განმავლობაში წარმოშობილი კონფლიქტის მიზეზების გარკვევას.

დაძაბულობის მიზეზი ნორვეგიასთან გამართული შეხვედრაა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა კრიშტიანო მოედანზე არ გაიყვანა და ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მატჩის დასრულებისთანავე, 41 წლის რონალდო პირდაპირ გასახდელისკენ წავიდა, ის გულშემატკივართან მადლობს სათქმელადაც არ გაჩერდა. მოგვიანებით ჟეზუშმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელთან ამ თემაზე საუბარს აპირებდა, რადგან ნაკრებისთვის გულშემატკივარი უმთავრესია და ეროვნულ გუნდში მსგავსი საქციელი მიუღებელია.

მსგავსი