პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი“ დაამარცხა #1TVSPORT
პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი“ დაამარცხა #1TVSPORT

პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები შეხვდნენ – ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი“ საკუთარ მოედანზე გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

ორივე ქართველმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ქოჩორაშვილი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე, 46-ე წუთზე გამოჩნდა, ლომინაძე კი შეხვედრაში 64-ე წუთზე ჩაერთო.

გოლიც საკმაოდ ადრე, მე-12 წუთზე გავიდა – მაქსიმილიანო არაუჟოს გადაცემით ლუის სუარესმა გაიტანა.

შვიდი ტურის შემდეგ „სპორტინგს“ 18 ქულა აქვს და „პორტუსთან“ ერთად, პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერია.