პორტუგალიაში ტყის ხანძრების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა
პორტუგალიაში ტყის ხანძრების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა

პორტუგალიაში ტყეებში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან მეხანძრეები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო გაჩენილ ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ვერ აქრობენ. ხანძრის შედეგად, დაახლოებით 2 500 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.

ხანძრის საფრთხის გამო, ცხრა დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ჩაქრობაში 3 000-ზე მეტი მეხანძრე და 60 ერთეული საჰაერო ტექნიკაა ჩართული.

ევროკავშირმა დახმარების სპეციალური პროგრამა გაააქტიურა, რათა სხვა წევრმა ქვეყნებმა პორტუგალიელი კოლეგებისთვის დახმარების გაგზავნა შეძლონ.

სტიქიის გამო, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოშტამ აფრიკაში ვიზიტი გადადო, ქვეყნის პრეზიდენტმა მარსელო დე სოუსამ კი აშშ-ში ვიზიტი გააუქმა.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა 43 გრადუსამდე გაიზრდება.