პორტუგალიაში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა
პორტუგალიაში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა

პორტუგალიის ქალაქ პორტუში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ვერტმფრენის ბორტზე ორი მფრინავი, მედდა და ექიმი იმყოფებოდნენ. ვერტმფრენი რადარებიდან მას შემდეგ გაქრა, რაც საავადმყოფოში მორიგი მძიმე პაციენტი, 76 წლის ქალი გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ვერტმფრენის ნამსხვრევები უკვე იპოვეს.