პორტუგალიამ 35-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
პორტუგალიამ 35-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტოსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გუნდში არ არის ფაბიო კოენტრაო, რომელმაც პირადი მიზეზების გამო თქვა უარი რუსეთში გამგზავრებაზე.

ევროპის მოქმედი ჩემპიონის საბოლოო განაცხადი მოგვიანებით დასახელდება.

მეკარეები – ანტონიო ლოპეში (“ლიონი”, საფრანგეთი), ბეტუ (“გიოზთეფე”, თურქეთი), რუი პატრისიუ (“სპორტინგი”);

მცველები – ვიტორინუ გაბრიელ ანტუნეში (“ხეტაფე”, ესპანეთი), ბრუნო ალვეში (“რეინჯერსი”, შოტლანდია), სედრიკ სუარეში (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ჟოაო კანსელო (“ინტერი”, იტალია), ჟოზე ფონტი (“დალიანი”, ჩინეთი), ლუიშ ნეტო (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), მარი რუი (“ნაპოლი”, იტალია), ნელსონ სემედუ (“ბარსელონა”, ესპანეთი), პეპე (“ბეშიქთაში”, თურქეთი), რაფაელ გერეირო (“დორტმუნდი”, გერმანია), რიკარდო პერეირა (“პორტუ”), როლანდო (“მარსელი”, საფრანგეთი), რუბენ დიაში (“ბენფიკა”);

ნახევარმცველები – ადრიენ სილვა (“ლესტერი”, ინგლისი), ანდრე გომეში (“ბარსელონა”, ესპანეთი), ბრუნო ფერნანდეში (“სპორტინგი”), ჟოაო მარიო (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), ჟოაო მოუტინიო (“მონაკო”, საფრანგეთი), მანუელ ფერნანდესი (“ლოკომოტივი”, რუსეთი), რუბენ ნევეში (“ვულვერჰემპტონი”, ინგლისი), სერჟიო ოლივეირა (“პორტუ”), ვილიამ კარვალიო (“სპორტინგი”);

ფორვარდები – ანდრე სილვა (“მილანი”, იტალია), ბერნარდო სილვა (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, ესპანეთი), ედერი (“ლოკომოტივი”, რუსეთი), ჟელსონ მარტინში (“სპორტინგი”), გონსალო გუედეში (“ვალენსია”, ესპანეთი), ნანი (“ლაციო”, იტალია), პაულინიო (“ბრაგა”), რიკარდო კუარეჟმა (“ბეშიქთაში”, თურქეთი), მარკუშ ლოპეში (“მონაკო”, საფრანგეთი).