პორტუგალია იუნიორებში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალია იუნიორებში ევროპის ჩემპიონია

იუნიორებს (U19) შორის ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში დამატებით დროში დაამარცხა იტალიის ნაკრები – 4:3.
ძირითად დროში გუნდებმა ორი-ორი გოლი გაცვალეს. პორტუგალია 2:0-ს იგებდა, მაგრამ იტალია გადაარჩინა მოიზე კინმა, რომელმაც ერთი წუთის ინტერვალში დუბლი შეასრულა.
დამატებით დროში პორტუგალია კიდევ ერთხელ გავიდა წინ, იტალიამ ისევ გაათანაბრა, მაგრამ 109-ე წუთზე კორეიამ გამარჯვების გოლი გაიტანა იტალიის კარში.

პორტუგალია მეოთხედ გახდა იუნიორებს შორის ევროპის ჩემპიონი. გუნდი გამარჯვებული 1961, 1994 და 1999 წლებში გახდა.
შარშან აღნიშნული ტურნირი საქართველოში ტარდებოდა და პორტუგალია ფინალში გავიდა, მაგრამ ინგლისთან წააგო.