პორტუგალია ევრო 2020-ის მე-17 ფინალისტი გახდა
პორტუგალია ევრო 2020-ის მე-17 ფინალისტი გახდა

ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის კვირის სათამაშო დღის შემდეგ, კიდევ ერთი ფინალისტი გაირკვა: ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალია.

დღეისთვის, 24 ფინალისტიდან ცნობილია 17:

ბელგია, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, ესპანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, შვედეთი, ფინეთი, ხორვატია, გერმანია, ჰოლანდია, ავსტრია, პორტუგალია და რუსეთი.

ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყნის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში შედგება.

დატოვე კომენტარი