„პორტუ“ 29-ედ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი
„პორტუ“ 29-ედ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი

პორტუგალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში ლიდერმა „პორტუმ“ 2:0 დაამარცხა ლისაბონის „სპორტინგი“. მასპინძელთაგან გოლების ავტორები გახდნენ დანილო პერეირა და მუსა მარეგა.

ამ მოგებით „პორტუმ“ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ეს კლუბის არსებობის ისტორიაში 29-ე ჩემპიონობაა.

ასევე გარკვეულია, რომ ამ სეზონში „პორტუს“ მთავარმა მდევარმა ლისაბონის „ბენფიკამ“ მეორე ადგილი დაიკავა. მესამეზეა – „სპორტინგი“.