„პორტლენდმა“ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო - ლილარდმა 43 ქულა დააგროვა [ვიდეო]
„პორტლენდმა“ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო - ლილარდმა 43 ქულა დააგროვა [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე წარმატებით თამაშს განაგრძობს საკადრო პრობლემების მქონე „პორტლენდი“. „ბლეიზერსმა“ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, ამჯერად სტუმრად, „ნიუ ორლეანსთან“, ანგარიშით 124-126.

მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა დემიენ ლილარდმა. „პორტლენდის“ გამთამაშებელმა 43 ქულითა და 16 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა. 23 ქულა შემატა „ბლეიზერსს“ გარი ტრენტმა.

„პელიკანსის“ რიგებში 36 ქულით საუკეთესო ზაიონ ვილიამსონი იყო. ვილი ჰერნანგომესმა 11 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. 21 ქულა ჰქონდა ლონზო ბოლს.

„პორტლენდი“ 18 მოგებითა და 10 მარცხით მეოთხე ადგილზეა. „პელიკანსი“ კი 12 მოგებითა და 16 წაგებით მეთორმეტე პოზიციაზეა.

ორლანდო – ნიუ იორკი 107-89
ბოსტონი 114-120
ფილადელფია – ჰიუსტონი 118-114
ჩიკაგო – დეტროიტი 105-102
ვაშინგტონი – დენვერი 130-128
მინესოტა – ინდიანა 128-134
მემფისი – ოკლაჰომა 122-113
გოლდენ სტეიტი – მაიამი 120-112 (ოვერტაიმი)
კლიპერსი – იუტა 96-114