„პორტლენდმა“ „ფილადელფიას“ მოუგო, ლილარდმა 30 ქულა დააგროვა [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ხუთი შეხვედრა გაიმართა. „პორტლენდმა“ საკუთარ არენაზე „ფილადელფიას“ უმასპინძლა და მაკკალუმისა და ნურკიჩის გარეშე სძლია (118:114)

დემიენ ლილარდმა და კარმელო ენტონიმ ჯამში 54 ქულა დააგროვეს. ამ უკანასკნელმა 24 ქულა მიითვალა. ლილარდის ანგარიშზე კი 30 ქულაა. ენეს კანტერმა 10 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 19 ქულით დაეხმარა თავის გუნდს გარი ტრენტი.

სიქსერსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 35 ქულით ჯოელ ემბიდი გამოდგა. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. 23 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი შეასრულა ბენ სიმონსმა. მის აქტივში ასევე 9 პასია.

მარცხის მიუხედავად, „ფილადელფია“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 18 მოგებითა და 8 მარცხით პირველ ადგილს ინარჩუნებს. რაც შეეხება „პორტლენდს“, „ბლეიზერსი“ 14 მოგებითა და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა.

ჰიუსტონი – მაიამი 94:101

ბოსტონი – ტორონტო 120:106

დეტროიტი – ინდიანა 95:111

გოლდენ სტეიტი – ორლანდო 111:105