„პორტლენდმა" „დალასი" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი გრძელდება. მორიგ სათამაშო დღეს 5 შეხვედრა გაიმართა.

საინტერესოდ წარიმართა „დალასისა” და „პორტლენდის” დაპირისპირება. „ბლეიზერსმა” გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე მოახერხა. 35 ქულით  სტუმართა შორის საუკეთესო სი ჯეი მაკკალუმი გამოდგა. დემიენ ლილარდმა საკუთარ გუნდს 28 ქულა შესძინა. 20 ქულით დაასრულა მატჩი როდნი ჰუდმა. ხასან ვაიტსაიდის ანგარიშზე 6 ქულა და 14 მოხსნა იყო.

„დალასის” რიგებში პორზინგისისა და დონჩიჩის კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ლატვიელის მონაგარი 32 ქულა 9 მოხსნა და 5 პასია. სლოვენიელმა კი 29 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. დონჩიჩს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა.

ოკლაჰომა – გოლდენ სტეიტი 120-92

მემფისი – ბრუკლინი 134-133

მინესოტა – მაიამი 116-109

ლეიკერსი – შარლოტი 120-101