„პორტლენდის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება სტუმრად „იუტასთან“ - NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სულ მალე სტარტს აიღებს პლეი ოფების სერია. რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდებს რამდენიმე თამაშის ჩატარება მოუწევთ. „პორტლენდი“ სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „იუტას“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა (98:105).

ბლეიზერსის“ რიგებში ყველაზე მეტი 30 ქულა დემიენ ლილარდის ანგარიშზეა. 26 ქულა მიითვალა სი ჯეი მაკკალუმმა. 11 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა იუსუფ ნურკიჩმა. 18 ქულით დაასრულა მატჩი კარმელო ენტონიმ.

„ჯაზი“ კვლავ დონოვან მიჩელის გარეშე ასპარეზობს. იუტელთა შორის 15 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა რუდი გობერს. 29 ქულა დააგროვა ჯორდან კლარკსონმა.

მარცხის მიუხედავად „იუტა” 50 მოგებითა და 20 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია და 2 მოგებით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ფინიქსს“, რომელსაც „ჯაზზე“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „პორტლენდი“ 41 მოგებითა და 29 მარცხით „დალასთან“ მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს და „ლეიკერსს“ მხოლოდ 1 მოგებით უსწრებს. დარჩენილი ორი თამაშის მოგების შემთხვევაში „ბლეიზერსი“ პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს.

 

ატლანტა – ვაშინგტონი 120:116

ბრუკლინი – სან ანტონიო 128:116

კლივლენდი – ბოსტონი 102:94

დალასი – ნიუ ორლეანსი 125:107

ლეიკერსი – ჰიუსტონი 124:122