„პორტლენდის“ კალათბურთელები ლიფტში 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ
„პორტლენდის“ კალათბურთელები ლიფტში 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ

პორტლენდმა“ რეგულარული სეზონის ბოლო ოთხი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და „ჰიუსტონთან“ ჩამორჩენა მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში ორი მოგებით გაზარდა. მომდევნო მატჩი „ტრეილბლეიზერსს“ „ბოსტონთან“ აქვს.

სამშაბათს, „კლივლენდთან“ მოგებული მატჩის შემდეგ (110-123) „პორტლენდის“ კალათბურთელები ლიფტში გაიჭედნენ. შემთხვევა იმ სასტუმროში მოხდა, სადაც გუნდი რჩებოდა. პრობლემის მოგვარებას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში „პორტლენდის“ ახალწვეულმა ენეს კანტერმა და რამდენიმე მოთამაშემ საკუთარ სოციალურ გვერდებზე ვიდეოები გამოაქვეყნეს.