„პორტლენდი“ საპლეიოფო ზონაშია - ლილარდმა „დალასს“ 61 ქულა ჩაუგდო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სრულდება რეგულარული სეზონი. პლეი ოფების დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. დასავლეთ კონფერენციაში სამ გუნდს შორის აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა პლეი ოფის საგზურისთვის. მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „პორტლენდმა“, რომელიც „დალას მავერიკსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 134-131 სძლია.

ფენომენალური შეხვედრა გამართა დემიენ ლილარდმა. „პორტლენდის“ გამთამაშებელმა 61 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. 26 ქულით დაასრულა მატჩი კარმელო ენტონიმ.

მავერიკსის“ რიგებში 36 ქულით ყველაზე შედეგიანი კრისტაპს პორზინგისი იყო. ლუკა დონჩიჩს სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 25 ქულა, 8 მოხსნა და 10 პასია. 24 ქულა მიითვალა ტიმ ჰარდევეიმ.

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „პორტლენდმა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. ის ერთი მოგებით უსწრებს „ფინიქსსა“ და „მემფისს“.

 

ორლანდო – ბრუკლინი 96-108

სან ანტონიო – ჰიუსტონი 123-105

ფილადელფია – ფინიქსი 117-130

მემფისი – ბოსტონი 107-122

საკრამენტო – ნიუ ორლეანი 112-106

ვაშინგტონი – მულუოკი 113-126