„პორტლენდი“ კარმელოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

13:04, 06.12.2019

„პორტლენდმა“ კარმელო ენტონი ნოემბერში უგარანტიო კონტრაქტით დაიმატა, თუმცა „მელომ“ მცირე ხანში დაამტკიცა, რომ ის აშკარად მეტს იმსახურებს.

ენტონიმ უკვე მოასწრო დასავლეთ კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვება. „ესპნ-ს“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „ბლეიზერსი“ კარმელოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

ხელშეკრულების თანახმად, ენტონი „პორტლენდში“ 2019-20 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. ახალ გუნდში რვა ჩატარებულ მატჩში 35 წლის მელო საშუალოდ 16.9 ქულას და 5.9 მოხსნას აგროვებს. სამქულიანი დისტანციიდან ის 38.7 % სიზუსტით ისვრის.

მსგავსი