პოპულარულმა საკალათბურთო გამოცემამ 75 საუკეთესო არაამერიკელი კალათბურთელი დაასახელა #1TVSPORT
პოპულარულმა საკალათბურთო გამოცემამ 75 საუკეთესო არაამერიკელი კალათბურთელი დაასახელა #1TVSPORT

საკალათბურთო ინტერნეტ-გამოცემა Hoops Hype-მა NBA-ის დაარსების 75 წლისთავთან დაკავშირებით შეადგინა ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა დაბადებული 75 საუკეთესო კალათბურთელის რეიტინგი. სიაში შესაძლებელი იყო ისეთი კალათბურთელის მოხვედრა, ვისაც NBA-ში არასოდეს უთამაშია.

პირველ ადგილზე გავიდა ლეგენდარული ცენტრი ჰაკიმ ოლაჯუოინი, რომელიც ნიგერიაშია დაბადებული. მოქმედ კალათბურთელებს შორის პირველია იანის ანტენტოკუნმპო – ის საერთო რეიტინგში მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.

სიაში ყველაზე მეტი – ექვს-ექვსი წარმომადგენელი ჰყავთ – კანადას, ესპანეთსა და საფრანგეთს, ხუთ-ხუთი – სერბეთსა და ლიეტუვას, ოთხ-ოთხი – ბრაზილიას, ავსტრალიასა და ხორვატიას, სამ-სამი – გერმანიასა და საბერძნეთს.

იმ კალათბურთელებს შორის, რომლებმაც გამოკითხვაში ხმების გარკვეული რაოდენობა მიიღეს, მაგრამ TOP75-ში ვერ მოხვდნენ, ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულიაც იყო. მისი ბედი გაიზიარეს – სერგეი ბელოვმა, ენდრიუ გეიზმა, შარუნას იასიკიავიჩუსმა, დინო მენეგინმა, დიმიტრის დიამანტიდისმა, დრაგან კიჩანოვიჩმა, მარკო ბელინელიმ, რადივოი კორაჩმა, ერსან ილიასოვამ, ჯამალ მაგლოირმა, ნემანია ბიელიცამ, მილოშ ტეოდოშიჩმა, ნანდო დე კოლომ, ანდრეს ნოჩიონიმ, კრესიმირ ჩოსიჩმა, ენეს კანტერმა, ტეოდოროს პაპალუკასმა, ბოგდან ბოგდანოვიჩმა, ალექსანდარ ჯორჯევიჩმა, ბადი ჰილდმა და შეი გილჯეს-ალექსანდერმა.

 

75-71

  1. ტიაგო სპლიტერი (ბრაზილია) – 3.1%, 74. იუსუფ ნურკიჩი (ბოსნია) – 3.1%, 73. დეანდრე ეიტონი (ბაჰამები) – 3.1%, 72. რუდი ფერნანდესი (ესპანეთი) 4.4%, 71. ვასილის სპანულისი (საბერძნეთი) – 5.3%

 

70-61

  1. სამუელ დალემბერი (კანადა) – 3%, 69. ხოსე ხუან ბარეა (პუერტო რიკო) – 8.4%, 68. სვენ ნატერი (ნიდერლანდები) – 9.3%, 67. პრედრაგ დანილოვიჩი (სერბეთი) – 13.7%, 66. ნიკოს გალისი (საბერძნეთი) – 14.2%, 65. დენის შრიოდერი (გერმანია) – 14.2%, 64. ჯო ინგლსი (ავსტრალია) – 14.7%, 63. მარცინ გორტატი (პოლონეთი) – 15.1%, 62. ევან ფურნიე (საფრანგეთი) – 17.8%, 61. ბოიან ბოგდანოვიჩი (ხორვატია) – 18.7%

 

60-51

  1. რიკ ფოქსი (კანადა) – 9%, 59. ხუან კარლოს ნავარო (ესპანეთი) – 23.6%, 58. ტრისტან ტომპსონი (კანადა) – 24.0%, 57. ბორის დიაო (საფრანგეთი) – 24.9%, 56. ოსკარ შმიდტი (ბრაზილია) – 26.7%, 55. ხოსე კალდერონი (ესპანეთი) – 28.0%, 54. ლეანდრო ბარბოზა (ბრაზილია) – 28.0%, 53. კლინტ კაპელა (შვეიცარია) – 29.8%, 52. ენდრიუ უიგინსი (კანადა) – 31.1%, 51. სტივენ ადამსი (ზელანდია) – 33.3%

 

50-41

  1. დეიან ბოდიროგა (სერბეთი) – 1%, 49. პატრიკ მილზი (ავსტრალია) – 35.1%, 48. იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა) – 35.6%, 47. მეჰმეთ ოქური (თურქეთი) – 35.6%, 46. ნენე (ბრაზილია) – 36.4%, 45. ჯამალ მიურეი (კანადა) – 39.1%, 44. ნიკოლა ბატუმი (საფრანგეთი) – 42.7%, 43. ჰიდაიეტ თურქოგლუ (თურქეთი) – 43.5%, 42. სერჟ იბაკა (კონგო) – 43.5%, 41. კრისტაპს პორზინგისი (ლატვია) – 45.3%

 

40-31

  1. შარუნას მარჩიულონისი (ლიეტუვა) – 7%, 39. პასკალ სიაკამი (კამერუნი) – 46.7%, 38. დანიო გალინარი (იტალია) – 48.4%, 37. დინო რაჯა (ხორვატია) – 50.7%, 36. რიკი რუბიო (ესპანეთი) – 51.6%, 35. მიკალ ტომპსონი (ბაჰამები) – 52.8%, 34. ენდრიუ ბოგუტი (ავსტრალია) – 55.5%, 33. დომანტას საბონისი (ლიეტუვა) – 55.5%, 32. ჟიდრუნას ილგაუსკასი (ლიეტუვა) – 55.5%, 31. ლუოლ ჯენგი (სამხრეთ სუდანი) – 59.1%

 

30-21

  1. ლუის სკოლა (არგენტინა) – 2%, 29. გორან დრაგიჩი (სლოვენია) – 62.7%, 28. რიკ სმიტსი (ნიდერლანდები) – 63.6%, 27. ანდრეი კირილენკო (რუსეთი) – 64.4%, 26. ბენ სიმონსი (ავსტრალია) – 64.9%, 25. ჟოაკიმ ნოა (საფრანგეთი) – 67.1%, 24. ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო) – 68.9%, 23. კარლ-ენტონი თაუნსი (დომინიკა) – 71.5%, 22. ტონი კუკოჩი (ხორვატია) – 73.7%, 21. როლანდო ბლეკმენი (პანამა) – 75.1%

 

20-11

  1. ვლადე დივაცი (სერბეთი) – 1%, 19. დეტლეფ შრემპფი (გერმანია) – 75.6%, 18. არვიდას საბონისი (ლიეტუვა) – 76.9%, 17. ჯოელ ემბიდი (კამერუნი) – 78.7%, 16. პრედრაგ სტოიაკოვიჩი (სერბეთი) – 80.0%, 15. იაო მინი (ჩინეთი) – 81.8%, 14. დრაჟენ პეტროვიჩი (ხორვატია) – 83.1%, 13. რუდი გობერი (საფრანგეთი) – 83.1%, 12. ელ ჰორფორდი (დომინიკა) – 85.7%, 11. ლუკა დონჩიჩი (სლოვენია) – 86.7%

 

10-1

  1. მარკ გასოლი (ესპანეთი) – 1%, 9. დიკემბე მუტომბო (კონგო) – 88.0%, 8. ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი) – 88.0%, 7. მანუ ჯინობილი (არგენტინა) – 92.0%, 6. ტონი პარკერი (საფრანგეთი) – 93.3%, 5. პაუ გასოლი (ესპანეთი) – 95.1%, 4. სტივ ნეში (კანადა) – 95.6%, 3. იანის ანტენტოკუნმპო (საბერძნეთი) – 97.3%, 2. დირკ ნოვიცკი (გერმანია) – 98.7%, 1. ჰაკიმ ოლაჯუონი (ნიგერია) – 100%