პოპულარული კომპიუტერული თამაშის, „ფორთნაითის“ ახალი სეზონის გამოსვლა გადაიდო
პოპულარული კომპიუტერული თამაშის, „ფორთნაითის“ ახალი სეზონის გამოსვლა გადაიდო

მსოფლიოში პოპულარული კომპიუტერული თამაშის, „ფორთნაითის“ ახალი სეზონის გამოსვლა გადაიდო. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ამის მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა თამაშის განახლებული ვერსია აპრილის ნაცვლად, ივნისში იქნება ხელმისაწვდომი.

თამაშის შემქმნელ კომპანია „ეპიკ გეიმსში“ არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ახალი სეზონის გამოშვების გადავადების მიზეზი კორონავირუსი, თუმცა ცნობილია, რომ „ფორთნაითზე“ მომუშავე ზოგიერთი დეველოპერი იძულებულია, სახლიდან იმუშაოს.

„ეპიკ გეიმსში“ ამბობენ, რომ „ფორთნაითის“ მესამე სეზონის გამოსვლამდე, თამაშის მიმდინარე ვერსია განახლდება.