პოპულარული ესპანური გაზეთი საქართველოს გამარჯვებას სტატიას უძღვნის
პოპულარული ესპანური გაზეთი საქართველოს გამარჯვებას სტატიას უძღვნის

ყველაზე პოპულარულმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა „მარკამ“ (Marca) უეფას ახალი სანაკრებო ტურნირის, „ერთა ლიგის“ პირველ მატჩს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ასტანაში გამართული მატჩი მაყურებელს ულამაზესი გოლით დაამახსოვრდება.

„პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა და მეორე ტაიმში კიდევ 23 წუთის გასვლა გახდა საჭირო, სანამ ამ ახალი ტურნირის პირველი გოლი გავიდოდა. ძალიან ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ცენტრისკენ გადაინაცვლა და ულამაზესი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში მოათავსა, რითაც ისტორიაში შევიდა, როგორც „ერთა ლიგაში“ პირველი გოლის ავტორი“, – აღნიშნულია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჯგუფში ლატვიასა და ანდორას შორის გამართული მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნუნლი გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

დატოვე კომენტარი