პოპოვი გულშემატკივარს მოუწოდებს - ხმა მიეცით წიტაიშვილს (იხილეთ ბმული)
პოპოვი გულშემატკივარს მოუწოდებს - ხმა მიეცით წიტაიშვილს (იხილეთ ბმული)

კიევის „დინამოს“ მცველმა, დენის პოპოვმა მოუწოდა უკრაინელ გულშემატკივარს, „ოქროს ბიჭი“-ის (Golden Boy) 2020 წლის გამოკითხვაში, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ნომინაციაში მის თანაგუნდელ გიორგი წიტაიშვილს დაუჭირონ მხარი.

„უკრაინას სჭირდება, რომ Golden Boy-ის პრიზი ჩვენს ქვეყანას დარჩეს“, – მიმართა უკრაინელ გულშემატკივრებს დმიტრი პოპოვმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

ეს ტრადიციული პრიზია, რომელიც ევროპის ყველაზე ნიჭიერ და იმედისმომცემ ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა, კანდიდატების სია კი პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ „ტუტოსპორტმა“ შეადგინა. სიაში კიევის „დინამოს“ და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, წარმოშობით ქართველი თავდამსხმელი, 18 წლის გიორგი წიტაიშვილიც დაასახელეს.

ამ დროისთვის, გიორგი წიტაიშვილი პირველი ადგილისთვის იბრძვის – მას, ერლინგ ჰოლანდსა და მეისონ გრინვუდს გულშემატკივართა 4% უჭერს მხარს. გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველს შეუძლია გადავიდეს ბმულზე და ხმა ქართველ ფეხბურთელს მისცეს.